„რომას“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო სერია A-ში აგვისტოს საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.
პორტუგალიელი სპეციალისტი უშუალოდ სერია A-ს ვებგვერდმა გამოარჩია, რაც გასაკვირი არაა, რადგან „ჯალოროსიმ“ სეზონი ძალიან კარგად დაიწყო.
„რომამ“ საწყის ოთხ ტურში 10 ქულა დააგროვა და ბერგამოს „ატალანტასთან“ ერთად სატურნირო ცხრილის ლიდერია.