იტალიელმა ჟურნალისტმა მარიო სკონჩერტიმ სერია A-ს კლუბების სატრანსფერო ბაზარი შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ეს ტრანსფერი 8 ქულას იმსახურებს და „ნაპოლის“ კვარას შეძენის გადაწყვეტილება მოუწონა.
„კვარაცხელიას ტრანსფერი პოტენციურ 8 ქულას იმსახურებს. მან ძალიან ძლიერად დაიწყო, შემდეგ ცოტათი შეჩერდა. მისი საქმე მეტოქის მოტყუებაა, რაც ფეხბურთში ყველაზე რთული საქმეა. ამიტომ, პატარა პაუზები ნორმალურია. მას უკვე ასე თუ ისე, იცნობენ და მჭიდროდ მეურვეობენ. თითქმის შეუჩერებელია, როცა სივრცეს დაუტოვებ, დიდებული შენაძენია“, - თქვა სკონჩერტიმ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ სერია A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. „ნაპოლი“ დღეს მეხუთე ტურში სტუმრად რომის „ლაციოს“ დაუპირისპირდება.