ფეხბურთი

12:28 | 2.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ჩელსიმ" ობამეიანგი და ზაკარია დაიმატა, ალონსო - გაუშვა

ლონდონის „ჩელსიმ“ სატრანსფერო ფანჯარა აქტიურად დაასრულა და ორი ფეხბურთელი დაიმატა - პიერ-ემერიკ ობამეიანგი და დენის ზაკარია.

გაბონელმა ფორვარდმა „ჩელსისთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 9-ნომრიანი მაისური მოირგო. ობამეიანგს პრემიერლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, რადგან წლების განმავლობაში „არსენალის“ ღირსებას იცავდა, მანამდე კი „სენტ ეტიენისა“ და „დორტმუნდის“ წევრი იყო. აფრიკელი „ბარსელონაში“ იანვრიდან მოყოლებული თამაშობდა და 23 მატჩში 13 გოლი გაიტანა.

ამასთან, „ჩელსიმ“ დენის ზაკარიაც გაიფორმა ტურინის „იუვენტუსიდან“. შვეიცარიელი ინგლისელებს ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა, რომლის საფასური 30 მილიონი ევრო იქნება. ზაკარია „იუვეში“ იანვრიდან თამაშობდა და 15 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.

გარდა ამისა, „ჩელსი“ დატოვა მარკოს ალონსომ, რომელიც სავარაუდოდ „ბარსელონაში“ გადავა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა. ალონსო ინგლისურ კლუბში 2016 წლიდან თამაშობდა და 212 მატჩში 29 გოლი გაიტანა.

0.116378