კალათბურთი

1:20 | 2.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: "რატომ ვართ აქ? თავი 18-წლამდე ტურნირზე მეგონა"

თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერგინ ათამანმა მონტენეგროსთან მატჩის შემდეგ (72:68) განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ცუდად ითამაშა და მოგებას არ იმსახურებდა.

თუმცა, თურქი სპეციალისტისგან სხვა განცხადება უფრო საყურადღებო გახლდათ. მან „თბილისი არენაზე“ შექმნილი ატმოსფერო დაიწუნა და თქვა, რომ ვერ გაუგია, რატომ თამაშობენ საქართველოში. ათამანმა აღნიშნა, რომ თავი 18-წლამდე ტურნირზე ეგონა.

„არ ვიცი, როგორ გრძნობთ თავს, როცა NBA-ში, ევროლიგაში დარბაზში სულ სხვა ატმოსფეროა. დღეს ჩვენ დარბაზში 100 მაყურებელი ვნახეთ. ჩვენთვის ეს არანაირ ემოციებს არ იძლევა. გასაგებია, რომ საქართველოსთან დარბაზი გაივსება და მეტი ემოცია იქნება, მაგრამ კალათბურთი კარგი იმითაა, რომ ტრიბუნებზე ხალხი ყოველთვისაა და ეს სასიამოვნოა. რა განსხვავებაა 18-წლამდე ტურნირსა და ევრობასკეტს შორის? აქ ბევრი ევროლიგის და NBA-ს მოთამაშეა, მაგრამ არენა ცარიელია. მომავალში რაღაც უნდა შეიცვალოს. კმაყოფილი ხართ ამ ატმოსფეროთი NBA-ს, ევროლიგის ყურების შემდეგ? ფეხბურთი ერთი და იგივე სისტემით ტარდება და ამიტომ, ყველა თამაშზე სტადიონი სავსეა, აქ კი ცარიელია. ამიტომ, მაქვს შეკითხვა: აქ რატომ ვართ? თავი 16, 18-წლამდე ტურნირზე მეგონა“, - თქვა ათამანმა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და თურქეთის ნაკრებები მესამე ტურში, 4 სექტემბერს შეხვდებიან.

0.116376