„ვალენსია“ ერთ-ერთმა ლიდერმა კარლოს სოლერმა დატოვა, რომელიც კარიერას „პარი სენ ჟერმენში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
სოლერმა პსჟ-სთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა, ხოლო ტრანსფერის ღირებულებამ 20 მილიონი ევრო შეადგინა.
შეგახსენებთ, კარლოს სოლერი „ვალენსიას“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2016 წლიდან 226 შეხვედრაში 36 გოლის გატანა მოახერხა.