ევროპის 2023 წლის ჩემპიონატმა სტარტი ოფიციალურად აიღო და გახსნითი მატჩი თბილისში ესპანეთისა და ბულგარეთის ნაკრებთა შორის გაიმართა.
ფავორიტი სერჯო სკარიოლოს გუნდი იყო და გამარჯვება არ გასჭირვებია. მატჩის ბედი პრაქტიკულად პირველი მეოთხედის შემდეგ გადაწყდა, რომელიც ესპანელებმა 11 ქულით მოიგეს და არც სხვა პერიოდები ჩაუგდიათ.
საბოლოოდ, ესპანეთის ნაკრები 100-ქულიან ზღვარს გადასცდა და 114:87 მოიგო, ამრიგად, ევრობასკეტი შესანიშნავ განწყობაზე დაიწყო.
ესპანელთაგან საუკეთესო ლორენცო ბრაუნი იყო 17 ქულით, 16 ქულა მიითვალა ვილი ერნანგომესმა, ხოლო 14 ქულით რუდი ფერნანდესი გამოირჩა. ბულგარელებს ალეკსანდარ ვეზენკოვმა 26 ქულით ულიდერა, კარგი მატჩი ჰქონდა პავლინ ოვანოვს, რომელმაც 16 ქულა ჩააგდო, ჩავდარ კოსტოვის აქტივში 13 ქულა იყო, ხოლო ემილ სტოილოვის - 12.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის პირველი ტურის მატჩს დღეს 21:00 საათზე ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
ესპანეთი - ბულგარეთი 114:87 (28:17, 29:18, 32:31, 25:21)