„მანჩესტერ იუნაიტედის“ დიდვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ჯერ კიდევ შეიძლება დატოვოს პრემიერლიგა და კარიერა იტალიაში გააგრძელოს. 37 წლის პორტუგალიელს აქტუალური საიჯარო წინადადება აქვს „ნაპოლისგან“ - გვამცნობს ესპანური Marca.
წყაროს ინფორმაციით, ტრანსფერი შეიძლება დღესვე, 1 სექტემბერსვე შედგეს, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე უკანასკნელ საათებში. აღმოჩნდა, რომ „ნაპოლის“ გარდა კრიშტიანუს სერიოზული კლუბებიდან სხვა შეთავაზება არ აქვს. მას კი ჩემპიონთა ლიგაში თამაში სურს.