ბრაზილიელ ნეიმარს კარიერაში ყველაზე შედეგიანი სერია აქვს - გვამცნობს OptaJean.
თავდამსხმელს გოლები გაჰქონდა ყველა ტურნირის ბოლო 10 მატჩში. აქედან სამჯერ მან თავი ბრაზილიის ნაკრებში გამოიჩინა და 11-ჯერ „პარი სენ-ჟერმენში.“
ფრანგული ლიგა 1-ის ბოლო ტურში პსჟ-მა „ტულუზა“ 3:0 გაანადგურა. ერთი გოლი ნეიმარის ანგარიშზეა. ხუთი ტურის შემდეგ პარიზულმა კლუბმა 13 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას, თუმცა ამდენივე ქულა აქვთ „ლანსს“ და „მარსელს.“
ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენში“ 2017 წლის ზაფხულიდან თამაშობს.