იტალიურ „მილანს“ მფლობელი შეეცვალა და ამიერიდან ამერიკული საინვესტიციო კომპანია Red Bird Capital-ის მმართველობაში იქნება.
აღნიშნულმა კომპანიამ კლუბი Elliot Advisors UK Limted-ისგან შეიძინა და გარიგების საფასურმა 1.2 მილიარდი ევრო შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ Red Bird Capital-ი „ლივერპულის“, „ტულუზასა“ და ბეისბოლის კლუბის, „ბოსტონ რედ სოქსის“ აქციების საკონტროლო პაკეტის ნაწილსაც ფლობს.