ფეხბურთი

19:47 | 31.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხამესი "ვალენსიას": "პასებით კავანის მომარაგება თუ გჭირდებათ, მზად ვარ"

ყატარული „ალ-რაიანის“ ფეხბურთელმა ხამეს როდრიგესმა „ვალენსიაში“ თამაშის სურვილი გამოთქვა.

ესპანურ მედიასთან ინტერვიუში 31 წლის კოლუმბიელმა განაცხადა, რომ თუ მათ ედინსონ კავანისთვის პასების მიმწოდებელი სჭირდებათ, მზად არის:

„ვალენსიადან“ რომ დამირეკონ, ფეხით წავალ, თუმცა ამ შემთხვევაში ალბათ დავაგვიანებ, რადგან ბაზარი იხურება. „ვალენსია“ შესანიშნავი კლუბია, საოცარი გულშემატკივრებით. თუ მათ სურთ ფეხბურთელი, ვინც კავანის პასებით მოამარაგებს, მზად ვარ“, - თქვა ხამესმა.

შეგახსენებთ, რომ ხამეს როდრიგესს ესპანეთში მადრიდის „რეალში“ აქვს ნათამაშები, კარიერის განმავლობაში კი „ენვიგადოს“, „ბანფილდის“, „პორტუს“, „მონაკოს“, „ბაიერნისა“ და „ევერტონის“ წევრი იყო. ესპანური მედიის ცნობით, მიუხედავად ფეხბურთელის სურვილისა, ხამესის "ვალენსიაში" გადასვლის შანსი ამჟამად ძალიან დაბალია.

0.11599