მარიო ბალოტელი კარიერას შვეიცარიის ჩემპიონატში გააგრძელებს და „სიონის“ ღირსებას დაიცავს. ტრანსფერი გადაწყვეტილია, 32 წლის ფორვარდი დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.
ბალოტელი 2021 წლიდან თურქულ „ადანა დემირსპორში“ თამაშობდა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ მთავარ მწვრთნელ ვინჩენცო მონტელასთან პირდაპირ მოედანზე იჩხუბა. გასულ სეზონში მარიომ თურქეთის ჩემპიონატში 31 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა.
ბალოტელის კარიერის განმავლობაში „ინტერის“, „მანჩესტერ სიტის“, „მილანის“, „ლივერპულის“, „ნიცას“, „მარსელის“, „ბრეშასა“ და „მონცას“ ღირსებაც დაუცავს, იტალიის ნაკრებში კი 36 მატჩში 14 გოლი გაიტანა.