ფეხბურთი

0:25 | 31.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის დუბლი და საგოლე პასი ლიგა 2-ში

საფრანგეთის ლიგა 2-ის მეექვსე ტურში გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ გასვლაზე „როდეზი“ იოლად, 4:1 დაამარცხა და საუკეთესო ქართველი ფორვარდი იყო.

მიქაუტაძემ დუბლი და საგოლე პასი ჩაიწერა თავის აქტივში. გიორგიმ ანგარიში 21-ე წუთზე გახსნა, 15 წუთში დუბლი შეასრულა, ხოლო 44-ე წუთზე მატიუ უდოლს საგოლე პასიც გაუკეთა. მეორე ტაიმის დასაწყისში ქართველმა ყვითელი ბარათი მიიღო, 71-ე წუთზე კი შეცვალეს.

მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და 6 შეხვედრაში 4 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა.

„მეცმა“ ამ მოგებით 10 ქულა დააგროვა და სატურნო ცხრილში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 2 სექტემბერს, „ანესის“ უმასპინძლებს. აქვე ვთქვათ, რომ დღეს „ბორდომ“, რომლის რიგებში კარიერას ზურიკო დავითაშვილი გააგრძელებს, „რუენი“ 4:0 დაამარცხა და 11 ქულით მეორე საფეხურზეა.

0.111393