რომის „ლაციოს“ ყოფილმა მეკარემ მარკო ბალოტამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ქართველ ფეხბურთელს მნიშვნელოვანი თვისებები აქვს, მაგრამ ახლა მთავარია ის წნეხის ქვეშ არ მოაქციონ.
„კვარას აქვს რაღაც მნიშვნელოვანი, მაგრამ მასზე ზეწოლა არ უნდა მოხდეს. ის ახლახან გადმოვიდა სერია A-ში და შეფასება ჯერ ნაადრევია, უნდა დაველოდოთ. ლუჩანო სპალეტი ტაქტიკას თუ შეცვლის, ეს შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს უფრო მეტი გოლის გასატანად და შესაბამისად, გამარჯვებისთვის“, - თქვა ბალოტამ.
შეგახსენებთ, რომ მარკო ბალოტამ სერია A-ში არაერთი წელი გაატარა და 2000 წელს „ლაციოსთან“ ერთად იტალიის ჩემპიონიც გახდა.