ტურინის „იუვენტუსი“ არგენტინის ნაკრებისა და „პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველ ლეანდრო პარედესს დაიმატებს.
მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეული რომ არის, პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემაც დაადასტურა: „პარედესი გუნდთან ერთად არ იქნება, რადგან მან „იუვენტუსთან“ შეთანხმებას მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ პსჟ-ს ფეხბურთელია, გონებით ის სხვაგანაა“, – თქვა გალტიემ.
ლეანდრო პარედესი „იუვენტუსს“ იჯარით და 15 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებით შეუერთდება. არგენტინელს იტალიაში თამაშის გამოცდილება აქვს, რადგან პსჟ-მდე „კიევოს“, „ემპოლისა“ და „რომას“ ღირსებას იცავდა.