ფეხბურთი

0:15 | 30.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ედინსონ კავანი "ვალენსიაში" ითამაშებს

ესპანურმა „ვალენსიამ“ ედინსონ კავანის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. „ელ მატადორმა“ „ღამურებთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კავანი „ვალენსიას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მისი ხელფასი სეზონში 2 მილიონი ევრო იქნება. ასე რომ, გიორგი მამარდაშვილი და კავანი მხარდამხარ ითამაშებენ.

ედინსონ კავანი ბოლო ორი წელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობდა, სადაც 59 მატჩში 19 გოლი გაიტანა. მანამდე მან 7 სეზონი პსჟ-ში გაატარა და 301 შეხვედრაში გატანილი 200 გოლით კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

კავანის დიდებული პერიოდი ჰქონდა „ნაპოლიშიც“, სადაც 2010-2013 წლებში 138 თამაშში 104 გოლი გაიტანა, ხოლო კარიერის დასაწყისში „პალერმოსა“ და „დანუბიოში“ ირჯებოდა. ურუგვაის ნაკრებში ედინსონის აქტივში 133 მატჩი და 58 გოლია.

0.115086