ფეხბურთი

21:30 | 29.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"კრემონეზემ" "რომას" თავდამსხმელი დაიმატა

იტალიურმა „კრემონეზემ“ ახალგაზრდა განელი თავდამსხმელი ფელიქს აფენა-გიანი დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

19 წლის შემტევი, რომელიც ბოლოს „რომაში“ თამაშობდა, ამიერიდან ლუკა ლოჩოშვილის თანაგუნდელი იქნება. კონტრაქტის ხანგრძლივობა და დეტალები უცნობია, მაგრამ განელის სატრანსფერო უფლებები „კრემონეზემ“ სრულად გამოისყიდა.

გასულ სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელმა „რომას“ მაისურით ყველა ტურნირზე 22 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116957
სარეკლამო ადგილი - 99
X x X