რობერტ ლევანდოვსკიმ ალღო უკვე „ბარსელონასაც“ აუღო და ესპანეთის ჩემპიონატსაც. წინა ტურში პოლონელმა „სოსიედადთან“ დუბლი შეასრულა და ახლაც იგივე გააკეთა.
ჩავის გუნდმა შინ „ვალიადოლიდი“ იოლად, 4:0 დაამარცხა, ლევანდოვსკიმ კი პირველ ტაიმში ანგარიში გახსნა, მეორე ტაიმში კი უპირატესობა სამამდე გაზარდა. კატალონელთაგან გოლები პედრიმ და სერხი რობერტომაც გაიტანეს.
„ბარსელონა“ 7 ქულით მეორე ადგილზეა, მხოლოდ „ბეტისს“ ჩამორჩება, რომელსაც 9 ქულა აქვს. ლევანდოვსკი კი ბომბარდირთა დავაში 4 ქულით ლიდერობას ბორხა იგლესიასთან ერთად იყოფს.
„ბარსელონა“ – „ვალიადოლიდი“ 4:0 (2:0)
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (24), 2:0 პედრი (43), 3:0 ლევანდოვსკი (64), 4:0 სერხი რობერტო (90)