ფეხბურთი

15:36 | 28.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო: "არ არის სამართლიანი სეზონის დროს სატრანსფერო ფანჯარა ღია რომ არის"

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ „ატლეტიკოსთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სატრანსფერო ბაზარზე ისაუბრა.

იტალიელი ფიქრობს, რომ სატრანსფერო ფანჯარა სეზონის დაწყებამდე უნდა იხურებოდეს და რაც ახლა ხდება, სამართლიანი არ არის.

„ვფიქრობ, არ არის სამართლიანი სეზონის დაწყება ღია სატრანსფერო ფანჯარაში. ესპანეთის, იტალიისა და საფრანგეთის ჩემპიონატები ეკონომიკურად ერთ დონეზე დგას, ინგლისის ჩემპიონატთან კონკურენცია კი შეუძლებელია. თუ რომელიმე ინგლისურ კლუბში ვინმე ტრავმას მიიღებს, მათ ნებისმიერი სხვა ლიგიდან შეუძლიათ ფეხბურთელის წაყვანა და ამ დროს სეზონი მიმდინარეობს. ვფიქრობ, ეს არასწორია. ჩემპიონატის დაწყების დროს სატრანსფერო ბაზარი უნდა დაიხუროს. ეს წესი აუცილებლად შესაცვლელია“, - თქვა გატუზომ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმაც უსამართლობა უწოდა იმ ფაქტს, რომ სატრანსფერო ფანჯარა ღიაა მაშინ, როცა სეზონი უკვე დაიწყო.

0.10572