„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ სატრანსფერო მიზნებზე ისაუბრა და თქვა, რომ ბერნარდო სილვას ტრანსფერის განხორციელება რთული იქნება. გარდა ამისა, მან ჟერარ პიკეზე გააკეთა კომენტარი და პრაქტიკულად დაადასტურა, რომ მას ძირითადი შემადგენლობის წევრად აღარ მოიაზრებს.
ტრანსფერები? ამ ეტაპზე ვერცერთ ჰიპოთეზას ვერ გამოვრიცხავთ, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, ყველაფერს ვაკვირდები. პირადად მე, მოუთმენლად ველოდები სატრანსფერო ფანჯრის დახურვას. იდეა იყო მარჯვენა მცველის პოზიციაზე მუშაობა და ბერნარდო სილვას მოყვანა. იმედს არასდროს ვკარგავ, მაგრამ ამ მიზნის მიღწევა ადვილი არ იქნება. გულწრფელად გითხრათ, სილვას ტრანსფერი რთულად წარმომიდგენია. ჩვენ დამოკიდებულნი ვართ ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ხელფასების ზღვარზე, თუმცა, ყოველთვის ვცდილობთ უპირატესობა სპორტულ საკითხებს მივანიჭოთ.
ოპტიმისტურად ვარ განწყობილი კუნდეს საკითხზე და დარწმუნებული ვარ, მის დარეგისტრირებას დროულად შევძლებთ. მისი გუნდში ყოფნა პიკესთან პირდაპირ კავშირშია, მაგრამ მიყვარს გუნდი, რომელშიც შიდა კონკურენცია ყველა რგოლშია. პიკესთან ძალიან მკაფიო ვიყავი, შვებულების წინ ვესაუბრე. დარწმუნებული ვარ, შეძლებს ჩვენს დახმარებას, მაგრამ მას ახლა უფრო სხვა როლი ექნება, ვიდრე წარსულში იყო. ვნახოთ, როგორ იგრძნობს თავს და როგორ ითამაშებს, როცა შანსი მიეცემა. ბრაითვეითს რაც შეეხება, მას მაისში ვუთხარი, რომ ჩემს ტექნიკურ პროექტში არ ჯდებოდა. დასამატებელი ბევრი არაფერია, მას შემდეგ არაფერი შეცვლილა", - თქვა ჩავიმ.