ფეხბურთი

21:24 | 27.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ პრემიერლიგის შედეგიანობის რეკორდი გაიმეორა

პრემიერლიგის მე-4 ტურის მატჩში „ლივერპულმა“ შინ „ბორნმუთს“ 9:0 მოუგო და ტურნირის შედეგიანობის რეკორდი გაიმეორა.

ადრე მერსისაიდელებს მხოლოდ ორჯერ დაემარცხებინათ მეტოქეები ცხრაბურთიანი სხვაობით. პირველად ეს 1899 წელს მოხდა, როცა „წითლებმა“ „როტერჰემ თაუნს“ მოუგეს 10:1. თუმცა ამ დროს „ლივერპული“ მეორე დივიზიონში თამაშობდა. შემდეგ 1989-ში „კრისტალ პალასს“ – 9:0.

პრემიერლიგის ისტორიაში კი ეს ანგარიში მანამდე სამჯერ დაფიქსირებულიყო. ასე მოუგო „მანჩესტერმა“ „იფსვიჩს“ 1995 წელს, „ლესტერმა“ „საუთჰემპტონს“ – 2019-ში და იმავე „მანჩესტერმა“ „საუთჰემპტონს“ – 2021-ში.

0.111828