ფეხბურთი

19:25 | 27.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"სამგურალმა" "გაგრასთან" ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა

საქართველოს ეროვნული ლიგის 23-ე ტურში წყალტუბოს „სამგურალმა“ „გაგრას“ უმასპინძლა და სეზონის განახლების შემდეგ ზედიზედ მესამე ფრე ითამაშა.

არადა, იმერლებმა თამაში დიდებულად დაიწყეს და მე-13 წუთისთვის ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდათ. ჯერ ილია ახვლედიანის პასით ჯეფერსონ ჯერალდომ გაიტანა, მერე მათ ფუნქციები გაცვალეს და ამჯერად თავი ახვლედიანმა გამოიჩინა.

თუმცა, „გაგრა“ არ დანებდა, ერთი ბურთი თეიმურაზ შონიამ მალევე გაქვითა, ხოლო მეორე ტაიმში გვიშიანმა სულაც წონასწორობა აღადგინა - 2:2.

მიუხედავად იმისა, რომ „სამგურალმა“ ბოლო სამ ტურში ვერ მოიგო, 39 ქულით მესამე ადგილზე დამაჯერებლადაა და წინ „ტორპედოსთან“ მატჩი ელის, ხოლო „გაგრას“ 24 ქულა აქვს და მეცხრე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი „სიონთან“ გამართავს.

„სამგურალი“ – „გაგრა“ 2:2 (2:1)

გოლები: 1:0 ჯერალდო (6), 2:0 ახვლედიანი (13), 2:1 შონია (20), 2:2 გვიშიანი (77)

0.118423