სამხრეთ კორეის ჩემპიონატის 23-ე ტურში ვაკო ყაზაიშვილი „ულსან ჰიუნდაი“ „ჩეჯუ იუნაიტედს“ ესტუმრა და ქართველი ფეხბურთელის გოლით ქულა მოიპოვა - 1:1.
ვაკომ მატჩის 39-ე წუთზე საჯარიმოს გარედან დაარტყა და ანგარიში გახსნა, თუმცა, მისმა გუნდმა ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, რადგან მეორე ტაიმში გაუშვა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. ქართველი შემტევი 78-ე წუთზე შეცვალეს.
29 წლის ყაზაიშვილს K ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 27 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი (გარდა ამისა, ორჯერ თავი აზიის ჩემპიონთა ლიგაზეც აქვს გამოჩენილი). „ულსანი“ სამხრეთ კორეის ჩემპიონატს 59 ქულით ლიდერობს და „ჩონბუკს“ 10 ქულით უსწრებს, თუმცა თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული.