კალათბურთი

13:04 | 27.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

თად მაკფადენი: "გამაგრდი ძმაო! თოკოსთვის ვითამაშებთ, ჩვენ ერთი გუნდი ვართ"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა თად მაკფადენმა გააკეთა და თორნიკე შენგელია გაამხნევა:

"სამწუხაროდ კაპიტნის გარეშე ვთამაშობთ, თოკოს მინდა მივმართო, გამაგრდი ძმაო. ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარხარ და ეს თამაში შენთვის იქნება. რაც შემეხება მე, ეს წინასასეზონო მატჩები იყო. ყველა თამაშის მოგება მინდა, მაგრამ რაც ბურთები ავაცილე და მატჩები წავაგეთ, ყველაფერი მოსამზადებელ პერიოდში იყო. ოფიციალურ მატჩებში კი მჯერა ჩავაგდებ. საკუთარ თავზე დიდად არ ვდარდობ, უფრო მეტად გუნდურ თამაშზე ვფიქრობ. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ერთად ვთამაშობთ. შეგვიძლია გამოვიდეთ და იტალიასთან ერთად დგომით მოვიგოთ", - თქვა მაკფადენმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს L ჯგუფში სამი მოგებით და ორი წაგებით მესამე ადგილი უკავია, იტალია კი ესპანეთთან ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს.

0.143583