ბრაზილიის ნაკრებისა და „ლიონის“ ნახევარმცველი ლუკას პაკეტა „ვესტ ჰემში“ ითამაშებს. ტრანსფერი შეთანხმებულია და მხოლოდ ოფიციალური განცხადება აკლია.
24 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ „ჩაქუჩები“ 60 მილიონ ევროს გადაიხდიან, პირადი კონტრაქტის დეტალები კი უცნობია.
ლუკას პაკეტა „ლიონში“ 2020 წლიდან თამაშობს და 80 მატჩში 21 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „მილანისა“ და „ფლამენგოს“ ღირსებას იცავდა.