ფეხბურთი

11:45 | 26.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" პეპე ფრანგულ კლუბში გაანათხოვრა

ლონდონის „არსენალი“ ნიკოლა პეპემ დატოვა, რომელიც საფრანგეთში დაბრუნდა და კარიერას „ნიცაში“ გააგრძელებს.

27 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბს იჯარით შეუერთდა, მაგრამ „ნიცას“ მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნება.

პეპე „არსენალში“ 2019 წელს დიდი მოლოდინით გადავიდა და დღემდე 112 მატჩში 27 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ლილის“ წევრი იყო, სადაც 80 თამაშში 37 გოლი გაიტანა. მას ასევე უთამაშია „ორლეანსა“ და „ანჟერში“. კოტ დივუარის ნაკრებში კი 34 თამაშში 9 გოლი აქვს გატანილი.

0.125517