ჩოგბურთი

3:30 | 26.08.2022 | ნანახია 877 - ჯერ

ჯოკოვიჩი აშშ-ის ღია პირველობაზე ვერ ითამაშებს

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი აშშ-ის ღია პირველობაზე თამაშს ვერ შეძლებს. ისევე როგორც ავსტრალიის ღია პირველობის გაცდენის შემთხვევაში, ამჯერადაც მიზეზი ისაა, რომ ის კოვიდ-19-ზე აცრილი არაა. ამის გარეშე კი ნიუ იორკში არ შეუშვებენ.

„სამწუხაროდ, ნიუ იორკში გამგზავრებას და იქ აშშ-ის ღიაზე გამოსვლას ვერ შევძლებ. ყველა მოტამაშეს იღბალს ვუსურვებ. ვეცდები, კარგი განწყობა შევინარჩუნო და დაველოდო მომენტს, როდესაც თამაშის შესაძლებლობა მომეცემა“, - ტვიტერზე დაწერა ჯოკოვიჩმა, ვისაც ადრე ნათქვამი აქვს, რომ მზადაა, გამოტოვოს დიდი სლემის ტურნირები, რომლებზე გამოსვლისთვისაც, კოვიდ-19-ზე სრული ვაქცინაციაა საჭირო.

35 წლის ჯოკოვიჩმა ამავე მიზეზით, სეზონის დასაწყისში ავსტრალიის ღია პირველობაზე ვერ ითამაშა, სადაც ჩემპიონის ტიტული უნდა დაეცვა. ის აშშ-ის ღია პირველობის განცხადში იყო შეყვანილი. ტურნირი 29 აგვისტოს დაიწყება.

ჯოკოვიჩს აშშ-ის ღია პირველობა სამჯერ აქვს მოგებული. გარდა ამისა, ფლეშინგ მედოუსის ფინლში ექვსჯერ ითამაშა. ახლახანს მან უიმბლდონი მოიგო, რაც მის კარიერაში დიდი სლემის ტურნირებზე 21-ე გამარჯვებაა. ამაზე მეტი მხოლოდ რაფაელ ნადალს აქვს, ერთით ნაკლები კი - როჯერ ფედერერს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:27 | 28.08.2022
O. Mertskhali (8101)

გეთანხმებით.. და სასწავლი გვაქვს, ამდენი რჯულის გაიძვერასთან პრაგმატული ურთიერთობა (არადა, თითქოს ვიცოდით).. სხვანაირად, ვერ გადავრჩებით..

09:01 | 28.08.2022
luka08 (622)

პიროვნების უფლების დაცვა , დემოკრატია , სპორტი პოლიტიკის გარეშე , დასავლური ღირებულებები , .... მოვიკითხე ეს ყველაფერი,ცარიელი ტლიკინი ე.წ. ,,ცივილური სამყაროსი " . რუსები ხო არიან , რაც არიან , მაგრამ ესენი უარესები თუ არა , უკეთესები არაფრით არიან .

09:00 | 26.08.2022
london (1032)

ახლაც რომ ვაქცინას ითხოვენ. ეს ლიბერასტ-ფაშისტები.

0.062614