კალათბურთი

1:02 | 26.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

იანისის 40 ქულა და რეკორდი საბერძნეთს სერბეთთან მოსაგებად არ ეყო (+VIDEO)

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის I ჯგუფის ცენტრალურ შეხვედრაში სერბეთის ნაკრებმა საბერძნეთს უმასპინძლა და ძალზე დრამატულ ბრძოლაში 100:94 დაამარცხა.

მატჩის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა, რადგან ძირითადი დრო 87:87 დასრულდა. სერბები ბოლო პერიოდის წინ 7-ქულიან უპირატესობას ფლობდნენ, რაც ვერ შეინარჩუნეს, მაგრამ სამაგიეროდ ოვერტაიმი 13:7 მოიგეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.

სერბეთის ნაკრებს ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა, რომელმაც 29 ქულა ჩააგდო, 15 ქულა იყო ოგნიენ იარამაზის აქტივშიც, ხოლო ვლაიდიმირ ლუჩიჩმა 14 ქულა მიითვალა. საბერძნეთის ნაკრებში ფანტასტიკური თამაში ჰქონდა იანის ანტეტოკუნმპოს, რომელმაც 40 წუთში 40(!) ქულა ჩააგდო და რეკორდიც დამაყარა. იანისი პირველი კალათბურთელია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ევროპულ ზონაში ერთ მატჩში 40 ქულა ჩააგდო.

ჯგუფში სერბეთს 2 მოგება და 3 წაგება აქვს, რითაც მეოთხე ადგილზეა, ხოლო საბერძნეთი 3 გამარჯვებით და 2 მარცხით მეორე პოზიციას იკავებს. ცნობისთვის ლიდერი ლატვიაა (4-1), ბელგია მესამე საფეხურზეა (3-2), ხოლო თურქეთის მძლავრი ნაკრები მეხუთეზე (2-3).

0.159757