პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელი არკადიუშ მილიკი იტალიაში დაბრუნდა და „იუვენტუსში“ ითამაშებს.
მართალია, ჯერ ტრანსფერი ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ არაფერი უკლია, რადგან მილიკი ტურინშია და სამედიცინო შემოწმება გაიარა. პოლონელი „ბებერ ქალბატონს“ იჯარით შეუერთდება, რომლის ფასი 2 მილიონი ევროა, ხოლო მისი გამოსყიდვა 8 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ 2016-2021 წლებში მილიკი „ნაპოლიში“ თამაშობდა და 122 მატჩში 48 გოლი გაიტანა, ბოლო ორ სეზონში კი „მარსელის“ რიგებში თავი 30-ჯერ გამოიჩინა.