ფეხბურთი

15:37 | 25.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვალტერ საბატინი: "მჭედლიძემ ტალანტი გაანიავა, მაგრამ კვარაცხელიას ბრწყინვალე კარიერა ექნება"

„რომასა“ და „პალერმოს“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მას ბრწყინვალე კარიერა ექნება.

თუმცა, გამოცდილი მენეჯერი „ნაპოლის“ მაინც ყურადღებით ყოფნას ურჩევს და ლევან მჭედლიძის მაგალითი გაიხსენა, რომელიც 2008 წელს „პალერმოში“ სწორედ საბატინიმ მიიყვანა.

„კვარაცხელია კატეგორიის მიღმა მყოფი ფეხბურთელია. სპალეტის ასისტენტს ვუთხარი, რომ ყურადღებით იყვნენ, რადგან „პალერმოში“ მყავდა ქართველი - მჭედლიძე: 18 წლის ასაკში მან „იუვეს“ გაუტანა გოლი და ნაკრებშიც შეძლო გატანა, მაგრამ შემდეგ დაიკარგა. სხვა ინტერესები გაუჩნდა, მაგალითად წყეული ფული. დიდი სიმწარე იყო, რადგან საოცარი ნიჭი ჰქონდა. თუმცა, კვარა გაცილებით მეტია, საოცრად ტექნიკურია და ბრწყინვალე კარიერა ექნება“, - თქვა საბატინიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ორ ტურში 3 გოლი გაიტანა (პლუს 1 საგოლე პასი) და ბომბარდირებში პირველ ადგილზეა. „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 28 აგვისტოს, სტუმრად „ფიორენტინასთან“ გამართავს.

0.122551