ორთვიანი პაუზის შემდეგ ფიფამ სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა, თუმცა, ცვლილებების გარეშე, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან ამ პერიოდში სანაკრებო მატჩები არ ჩატარებულა.
საქართველოს ნაკრების აქტივში ისევ 1296 ქულაა და 82-ე ადგილს იკავებს, ბოლივიის უკან და გვინეის წინ.
...79. გაბონი - 1301 ქულა
80. ჰონდურასი - 1299
81. ბოლივია - 1298
82. საქართველო - 1296
83. გვინეა - 1294
84. კურასაო - 1293
85. ბაჰრეინი - 1289
ცვლილებების გარეშეა მოწინავე ათეულიც. რეიტინგს ბრაზილია ლიდერობს, რომელსაც კვალში ბელგიისა და არგენტინის ნაკრებები უდგანან.
1. ბრაზილია - 1837 ქულა
2. ბელგია - 1821
3. არგენტინა - 1770
4. საფრანგეთი - 1764
5. ინგლისი - 1737
6. ესპანეთი - 1716
7. იტალია - 1713
8. ნიდერლანდები - 1679
9. პორტუგალია - 1678
10. დანია - 1665
ფიფას მორიგი რეიტინგი სექტემბრის მატჩების შემდეგ 6 ოქტომბერს გამოქვეყნდება და მასში ცვლილებებია მოსალოდნელია. საქართველოს ნაკრები სექტემბრის ბოლოს ორ მატჩს ჩაატარებს, გიბრალტარისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების წინააღმდეგ.