ფეხბურთი

10:53 | 25.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის წილისყრისას უეფა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს დააჯილდოებს

დღეს, 25 აგვისტოს, სტამბოლში 2022/23 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება. ცერემონიისას უეფა ასევე დააჯილდოებს 2021/22 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს - გვამცნობს ორგანიზაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ნომინანტი სამია: მადრიდის „რეალის“ შემტევი, კარიმ ბენზემა, რეალისვე მეკარე ტიბო კურტუა და „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი.

საიტი გვახსენებს, რომ ორგანიზაციის ტექნიკურმა მეთვალყურეებმა ბენზემა შარშან საუკეთესოდ დაასახელეს.

0.11928