ფეხბურთი

0:59 | 25.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" ჯგუფშია, "რეინჯერსი" 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე ორი ქართველი ითამაშებს - ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ რიგებში და „კოპენჰაგენის“ შემადგენლობაში დავით ხოჭოლავა.

დანიის ჩემპიონმა თურქეთის ჩემპიონი „ტრაბზონსპორი“ პლეი-ოფში დაამარცხა. დანიელებმა შინ 2:1 მოიგეს, ხოლო ეს უპირატესობა თურქეთში შეინარჩუნეს - 0:0. 90 წუთი და თან ძალიან კარგად ითამაშა ქართველმა მცველმა.

12-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ითამაშებს „რეინჯერსი“. ჯოვანი ვან ბრონხორსტის გუნდმა პსვ ეინდჰოვენთან საშინაო 2:2-ის შემდეგ „ფილიპს არენაზე“ 1:0 მოიგო! „რეინჯერსი“ ბოლოს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 2010-2011 წლების სეზონში თამაშობდა, მაგრამ ევროპა ლიგის შარშანდელი ფინალისტი ელიტაში დაბრუნდა. რუუდ ვან ნისტელროის პსვ-ს კი ევროპა ლიგით მოუწევს დაკმაყოფილება.

ჩემპიონთა ლიგის ბოლო მონაწილე ზაგრების "დინამო" გახდა, რომელსაც ნორვეგიულ "ბოდო გლიმტთან" გასვლაზე 0:1 ჰქონდა წაგებული, მაგრამ შინ სიტუაცია დაატრიალა. ხორვატებმა 90 წუთში 2:1 მოიგეს და დამატებითი დრო დაინიშნა, რომლის ბოლო სამ წუთში ზაგრებელებმა 2 გოლი გაიტანეს და 4:1 იმარჯვეს.

ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე ცნობილია, წილისყრა კი 25 აგვისტოს გაიმართება.

0.16654