იტალიური „რომა“ ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, დენის ზაკარიას ტრანსფერით დაინტერესდა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, შვეიცარიელი ფეხბურთელი რომაელებს ჟორჟინიო ვეინალდუმის შემცვლელად მიაჩნიათ, რომელმაც მძიმე ტრავმა მიიღო და ჟოზე მოურინიომ კლუბს ახალი ნახევარმცველის დამატება მოსთხოვა.
ზაკარია შესაძლოა „იუვენტუსმა“ გაუშვას, რადგან ტურინელებს ლეანდრო პარედესის დამატება სურთ, ამისთვის საჭიროა, რომ გუნდი რომელიმე ნახევარმცველმა დატოვოს, ადგილი რომ გამოთავისუფლდეს.
დენის ზაკარია „იუვენტუსმა“ იანვარში „გლადბახიდან“ 7 მილიონ ევროდ შეიძინა. მას შემდეგ მან 14 მატჩში 1 გოლი გაიტანა (სადებიუტო თამაშში).