„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რობერტო სკარნეკიამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ქართველი ფენომენია, მაგრამ ჯერ ბოლომდე გახსნილი არ არის. მან ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა, როცა კვარაცხელიას დიდ ფეხბურთელებს ადარებენ.
„ფენომენია, ძლიერი მოთამაშე. თუმცა ბევრი შედარება მესმის წარსულში დიდ ფეხბურთელებთან და მე ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდებ. კარგად ვიცნობ ნეაპოლს, გარკვეული ენთუზიაზმი რაღაცნაირად უნდა შევაკავოთ. სპალეტი მართალია, როცა ყველას სიშვიდისკენ მოუწოდებს.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჯერ ბოლომდე არ წარმოუჩენია თავისი თავი. ზედმეტ ზეწოლას განიცდის და თითქოს დაბლოკილია“, - თქვა სკარნეკიამ.