ფეხბურთი

23:25 | 23.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

სალიჰამიჯიჩი: "ჰოლანდის დამატება გვინდოდა, მაგრამ საბოლოოდ არ გამოგვივიდა"

მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა განაცხადა, რომ ერლინგ ჰოლანდის დამატებას ცდილობდნენ, მაგრამ საბოლოოდ, ტრანსფერის გაჩარხვა არ მოხერხდა. გარდა ამისა, მან კრიშტიანუ რონალდუზეც ისაუბრა.

„თუ გადავხედავთ ჩვენს შეტევას, ამჟამად რვა მოთამაშე გვყავს ოთხი პოზიციისთვის. ყველა კარგ ფორმაშია, ასევე გვყავს ბიჭები, რომელთაც გვინდა სივრცე მივცეთ, ამიტომ, რონალდუს ტრანსფერი ჩვენს გეგმებს მიღმა იყო. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ჩვენი შემადგენლობით.

ჰოლანდი? გვქონდა საუბარი, ეს საიდუმლო არაა. გვქონდა მხედველობაში ეს ოპერაცია, მაგრამ საბოლოოდ, სხვადასხვა მიზეზების გამო კარგად არ დასრულდა. არ მინდა, ყველაფერი ფეხბურთელს დავაბრალო, მან ის გადაწყვიტა, რაც თავისთვის საუკეთესოდ მიაჩნდა. ვფიქრობ, ჩვენც კარგი გადაწყვეტილებები მივიღეთ, ბიჭები, რომლებიც აქ გვყავს, გამორჩეულები არიან“, - თქვა სალიჰამიჯიჩმა.

0.115561