ფეხბურთი

20:41 | 23.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიამ" თურქი მცველი დაიმატა

ესპანურმა „ვალენსიამ“ თურქი ფეხბურთელი ჯენკ ოზკაჯარი დაიმატა. ინფორმაცია „ღამურების“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

21 წლის მცველი ვალენსიელებმა ერთწლიანი იჯარით „ლიონიდან“ დაიმატეს. ოზკაჯარმა გასული სეზონი იჯარით ბელგიურ „ლეუვენში“ გაატარა, ხოლო „ლიონში“ 2020 წელს „კარაჩაბეიდან“ გადავიდა.

ახალგაზრდა ფეხბურთელს თურქეთის ნაკრებში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული.

0.149492