ბრიტანელმა ჟურნალისტმა ჯეიმს ჰორნკასლიმ, რომელიც The Athletic-ში მუშაობს და სერია A-ს აშუქებს, ლუკა ლოჩოშვილზე ტვიტერის პირად გვერდზე დაწერა.
როგორც მან თქვა, ქართველმა ფეხბურთელმა მასზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა.
„ისეთივე აჟიოტაჟი არ იქნება, როგორიც მისმა თანამემამულემ (ხვიჩა კვარაცხელია - რედ) გამოიწვია, მაგრამ ლუკა ლოჩოშვილის თამაშმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა... ორ თამაშში 0 ქულა, თუმცა „კრემონეზე“ ბევრად საინტერესო გუნდი ჩანს, ვიდრე „მონცა“. სირილ დესერსმა კი, „რომასთან“ გოლი დაიმსახურა“, - წერს ჰორნკასლი.
შეგახსენებთ, ლუკა ლოჩოშვილის დებიუტი იტალიის ჩემპიონატში „რომას“ წინააღმდეგ შედგა. მან მოედანზე 84 წუთი გაატარა და თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.