ფეხბურთი

18:00 | 23.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი ფეხბურთელი: "კვარაცხელიას სეზონში მინიმუმ 20 გოლის გატანა შეუძლია"

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გაეტანო დ’აგოსტინომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, იტალიაში სპორტული დირექტორების 90% ამ ფეხბურთელს არ იცნობდა, მაგრამ ასე თუ გააგრძელებს, „ნაპოლის“ შეთავაზებების რიგი დაუდგება.

„საუკეთესო ტრანსფერი? გადაჭრით ვიტყვი, რომ კვარაცხელია. თუ ის სტაბილურად შეძლებს კარგად თამაშს, პოტენციური ჩემპიონია. შესანიშნავი თვისებები აქვს და ეს აჩვენა. თუ ასე გაგრძელდება, დე ლაურენტისს მის ტრანსფერზე ბევრი დაურეკავს. თან, გავიხსენოთ, რომ მხოლოდ 9 მილიონი ევრო დაუჯდათ. მე მჯერა, რომ კვარას სეზონში მინიმუმ 20 გოლის გატანის პოტენციალი აქვს. „მონცასთან“ ლობოტკას პასის შემდეგ ბურთი ისე ელეგანტურად და უბრალოდ გააჩერა, ზიდანი გამახსენდა. ვულოცავ ჯუნტოლის მის შეძენას, იტალიაში სპორტული დირექტორების 90% მას არ იცნობდა. პრობლემა ახლა მხოლოდ ისაა, რომ მწვრთნელმა ის ორჯერვე 70-ე წუთისთვის შეცვალა. ეს ნიშნავს, რომ ენერგიის 90 წუთზე განაწილება უნდა ისწავლოს“, - თქვა და’აგოსტინომ.

აქვე გეტყვით, რომ გაეტანო დ’აგოსტინოს არაერთ გუნდში უთამაშია, მათ შორის, „რომაში“, „ბარიში“, „მესინაში“, „უდინეზეში“, „ფიორენტინასა“ და „სიენაში“ 2009 წელს კი იტალიის ნაკრებში 5-ჯერ ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ორ ტურში 3 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს მითვლილი, რითაც ბომბარდირთა დავაში უკვე ლიდერია. „ნაპოლი“ მომდევნო ტურში 28 აგვისტოს, „ფიორენტინას“ ესტუმრება.

0.113598