ფეხბურთი

16:46 | 23.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიამ ცხოვრება საწვრთნელი ბაზის მახლობლად გადაწყვიტა

„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კლუბის საწვრთნელ ბაზასთან ახლოს იცხოვრებს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

ქართველ ფეხბურთელს სრული კონცენტრაციის მოხდენა გუნდსა და თამაშზე სურს, ამიტომ, ვარჯიშებზე ადრე რომ მივიდეს, გადაწყვიტა კასტელ ვოლტურნოში იცხოვროს, ბაზასთან ძალიან ახლოს. შედეგად, ხვიჩამ ქალაქში ცხოვრებაზე უარი განაცხადა.

ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ კვარაცხელია მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობს. იტალიური პრესა პარალელს მარეკ ჰამშიკთან ავლებს, რომელმაც თავის დროზე იგივე გადაწყვიტა და ბაზასთან ახლოს ცხოვრობდა, ქალაქის ცენტრის მაგივრად.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ორ ტურში 3 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს მითვლილი, რითაც ბომბარდირთა დავაში უკვე ლიდერია. „ნაპოლი“ მომდევნო ტურში 28 აგვისტოს, „ფიორენტინას“ ესტუმრება.

0.117096