ფეხბურთი

13:26 | 23.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსი“ „ევერტონის“ ნახევარმცველში 60 მილიონს იხდის

„ჩელსი“ აპირებს „ევერტონს“ მესამედ შესთავაზოს ნახევარმცველ ენტონი გორდონის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკების დაწყება - გვამცნობს Sky Sports.

21 წლის ინგლისელში ლონდონელებმა შესაძლოა 60 მილიონი გირვანქა გადაიხადონ. საფასურში ფეხბურთელის კარგი თამაშისთვის გათვალისწინებული ბონუსებიც შედის.

მანამდე „ევერტონმა“ „არისტოკრატების“| ორი შეთავაზება უარყო. საქმე ეხებოდა 40 და 45 მილიონ გირვანქას.

გორდონი „ევერტონის“ აღზრდილია. გასულ სეზონში ყველა ტურნირში 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 4 ბურთი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. კლუბთან არსებული კონტრაქტის ვადა კი 2025 წელს ეწურება.

0.1133