ფეხბურთი

14:10 | 22.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარსელოს სამი ვარიანტი

მადრიდის „რეალის“ ყოფილი მცველი მარსელო ჯერ კიდევ უკლუბოდაა და თავისუფალი აგენტია.

როგორც უცხოური მედია წერს, 34 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს სამი კლუბი იწვევს - ფრანგული „ნიცა“ და ასევე, თითო იტალიური და გერმანული გუნდი. მარსელო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთმაერიკელმა მადრიდის „რეალი“ მიმდინარე ზაფხულს დატოვა. ის „სამეფო კლუბის“ ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელია.

0.115892