ფეხბურთი

23:05 | 21.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ვებგვერდი კვარაცხელიაზე: "ცისფერ ცაზე ახალი ვარსკვლავი დაიბადა"

„ნაპოლისა“ და „მონცას“ მატჩის მიმოხილვაში ნეაპოლიტანური კლუბის ვებგვერდზე აქცენტი ხვიჩა კვარაცხელიაზე გაკეთდა და სრულიად დამსახურებულად. აი რას წერს „ნაპოლის“ ოფიციალური საიტი:

„ვარსკვლავი იბადება. ის ბრწყინავს ცისფერ ცაზე „მარადონაზე“ სადებიუტო მატჩში. წარმოუთქმელი სახელი და აურაცხელი ნიჭი აქვს. „ოქროს ბიჭუნას“ ყინულიანი თვალებით და კრისტალური ნიჭით 3 გოლი აქვს გატანილი. უწოდეთ მას ქართველი ან უბრალოდ ფენომენი! ეს კვარაცხელიას დიდების პირველი საღამო იყო „მარადონაზე“. ახალი ისტორია უკვე დაწერილია, ცისფერ ცაზე ახალი ვარსკვლავი დაიბადა“, - წერს „ნაპოლის“ ვებგვერდი მატჩის მიმოხილვაში.

ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს ორ ტურში 3 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს და ამ წუთისთვის ბომბარდირთა დავაში პირველ პოზიციაზეა. სხვათა შორის, 2010 წლიდან მოყოლებული ედინსონ კავანის, ხოსე კალეხონისა და ლორენცო ტონელის შემდეგ კვარაცხელია "ნაპოლის" მეოთხე მოთამაშეა, რომელმაც სერია A-ს საწყის ორ თამაშში გაიტანა.

„ნაპოლის“ ორ ტურში 6 ქულა აქვს და „ინტერთან“ ერთად ლიდერია, მომდევნო ტურში კი 28 აგვისტოს, სტუმრად ფლორენციის „ფიორენტინას“ შეხვდება.

0.122027