ფეხბურთი

17:00 | 21.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილს "ვალენსიას" ისტორიაში მშრალი მატჩების ყველაზე მაღალი პროცენტული შედეგი აქვს

„ვალენსიაში“ გიორგი მამარდაშვილს ისტორიული შედეგი აქვს. როგორც ჟურნალისტი კარლოს როსიკე იტყობინება, პროცენტული მაჩვენებლით ქართველს ესპანური კლუბის ყველაზე მეკარეზე უკეთესი შედეგი აქვს.

მამარდაშვილმა „ღამურებში“ ჩატარებულ 22 შეხვედრიდან 10-ჯერ კარის მშრალად შენახვა შეძლო, რაც 45.4%-ია. მსგავსი მაღალი შედეგით კი არავინ გამოირჩევა.

მეორე ადგილზე ანდრეს პალოპია, რომელმაც „ვალენსიაში“ ჩატარებული მატჩების 42.1%-ში გოლი არ გაუშვა, ხოლო მესამე პოზიციას ლეგენდარული სანტიაგო კანისარესი იკავებს (40.9%).

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა გასულ სეზონში 21 თამაში ჩაატარა (9 მშრალი მატჩი), ხოლო მიმდინარე სეზონში მოედანზე ერთხელ გავიდა. სტატისტიკაში არ შედის ამხანაგური შეხვედრები. „ვალენსია“ დღეს სტუმრად ბილბაოს „ატლეტიკს“ დაუპირისპირდება.

0.118227