საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს გოგა ბითაძე შეუერთდა. ქართველი ცენტრი ამერიკიდან დაბრუნდა, სადაც ტრავმას მკურნალობდა.
ჯერჯერობით, ოფიციალურად უცნობია, რამდენად არის გოგა სათამაშოდ მზად, მაგრამ რადგან გუნდს შეუერთდა, ეს ნიშნავს, რომ მისი გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს.
ბითაძემ მოსამზადებელი ეტაპი მთლიანად გამოტოვა და ნაკრებს ვერცერთ შეხვედრაში დაეხმარა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 24 აგვისტოს, ნიდერლანდებს უმასპინძლებს, ხოლო 27 აგვისტოს, ბრეშაში, იტალიას ესტუმრება. ამის შემდეგ ევროპის ჩემპიონატი დაიწყება, რომლის ჯგუფური ეტაპის მატჩებს საქართველო 1-7 სექტემბერს, თბილისში გამართავს.