სხვა

11:59 | 21.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ დვალიშვილი: "ხაბიბს ვგავარ? ის რუსეთს წარმოადგენს, რუსეთი კი ოკუპანტია"

მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ჟოზე ალდოს დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ქართველმა მებრძოლმა აღნიშნა, მზადაა დივიზიონში ნებისმიერს დაუპირისპირდეს, ალჯოს გარდა, რომელიც მისი მეგობარია და მასთან ჩხუბს არ აპირებს.

„ალდო ძალიან მაგარი მებრძოლია, ლეგენდა, ორივე ფეხს კარგად იყენებ. მე ყოველდღე ძალიან კარგ ბიჭებთან ერთად ვვარჯიშობ. ენერგია ტყუილად არ დამიხარჯავს, ჭკვიანურად ვიბრძოლე. არ არის საჭირო ყოველთვის გაგიჟება, მთავარი გამარჯვებაა.

მეორე რაუნდში ვიგრძენი, რომ უფრო აქტიური ვიყავი, სწრაფი პრესნგი ვცადე, მაგრამ იმასაც მივხვდი, რომ ზედმეტად არ უნდა გამერისკა. ჩემი მეტოქე ლეგენდა იყო, რომელიც საოცარი ადამიანია. ის თავმდაბალი ადამიანია და მომავალში საუკეთესოს ვუსურვებ. მზად ვარ, ჩემს დივიზიონში ნებისმიერთან ვიჩხუბო, ვინც გინდათ გამოიყვანეთ. მე და ალჯოს ყველას დამარცხება შეგვიძლია, ოქტაგონზე ერთ თვეშიც დავბრუნდები, არაფერი მაწუხებს.

ალჯემაინ სტერლინგთან ჩხუბი? ეს აღარ მკითხოთ, ყველაფერი ამ კაცისგან მაქვს, ის დარბაზში ყოველდღე მამარცხებს და აქ ამიტომ ვდგავარ. ჩვენ ერთმანეთში არ ვიჩხუბებთ, რადგან ძმები ვართ.

ხაბიბი? ის სპორტის ლეგენდაა, მაგრამ მე მერაბ დვალიშვილი ვარ, მას არ ვბაძავ. ერთი კუთხიდან ვართ, კავკასიიდან და კულტურაში ბევრი საერთო გვაქვს, მაგრამ ის რუსეთის სახელით გამოდის, რომელმაც 2008 წელს ჩვენი ნაწილი მიითვისა, მანამდე აფხაზეთიც და 20% აქვს ოკუპირებული. ახლა უკრაინაშიც იგივეს ცდილობს, იმედია, ეს ომი მალე დასრულდება. ხაბიბს კი დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მე მერაბ დვალიშვილი ვარ. ქართველებო მიყვარხართ, მადლობა ყველას, გენაცვალეთ, ყველაფერი წინ არის და წარმატებები ჩვენს ბიჭებს", - თქვა დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მერვე ბრძოლა მოიგო, კარიერაში კი მე-15.

0.125033