ფეხბურთი

22:34 | 20.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის საგოლე პასი თურქეთის ჩემპიონატში

თურქეთის სუპერლიგის მესამე ტურში „ჰატაისპორმა“ შინ „გაზიანთეფთან“ 1:2 წააგო, საბა ლობჟანიძემ კი საგოლე პასი მიითვალა.

ქართველმა გარემარბმა 31-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე იაქტიურა და აიუბ ელ კააბის იდეალური პასი გაუკეთა, მაროკოელსაც ისღა დარჩენოდა ცარიელ კარში გადაეგზავნა ბურთი. ამ გოლით ანტაკიელებმა ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ მეორე ნახევარში მეორე ბურთი გაუშვეს და მარცხი განიცადეს.

„ჰატაისპორმა“ სეზონი ცუდად დაიწყო და ორ თამაშში ქულა არ მოუპოვებია, ხოლო ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში პირველი საგოლე პასი გააკეთა.

0.125494