ფეხბურთი

18:28 | 20.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "სატრანსფერო ფანჯარა სეზონის დაწყებამდე უნდა იხურებოდეს"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ სატრანსფერო სისტემა გააკრიტიკა. ესპანელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ სეზონის დაწყების დროს სატრანსფერო ფანჯარა ღია არ უნდა იყოს.

„ჩემი აზრით, სატრანსფერო ბაზარი ჩემპიონატის დაწყებამდე უნდა დაიხუროს, ეს ყველაფერი ცუდადაა ორგანიზებული. მშვიდად ვერავინ მუშაობს. მაგალითად, ჩვენ ვმუშაობთ ფეხბურთელებთან, რომლებიც შეიძლება შუა კვირაში აქ აღარ იყვნენ“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ რამდენიმე ტრანსფერზე ჯერ კიდევ მუშაობს, პარალელურად კი დიდი შანსია გუნდი მემფის დეპაიმ, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა და სამუელ უმტიტიმ დატოვონ.

0.109577