„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ბილბაოს „ატლეტიკთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ტრანსფერებზე ისაუბრა. „ღამურები“ მიმდინარე ზაფხულს არ აქტიურობენ, თუმცა იტალიელი სპეციალისტი ამაზე არ ნერვიულობს.
„მხოლოდ სიკვდილის მეშინია, თუ ექიმი მეტყვის, რომ 5 თვის სიცოცხლე დამრჩა. ასე რომ, ტრანსფერების არ მეშინია. არ ვნერვიულობ და არც გაბრაზებული ვარ სატრანსფერო ბაზრის გამო. ფეხბურთელების შეძენის პრობლემა ყველა გუნდს აქვს, არა მხოლოდ „ვალენსიას“. კლუბის ხელმძღვანელებმა იციან, რომ 2-3 მოთამაშის დამატება საჭიროა“, - თქვა გატუზომ.
შეგახსენებთ, „ვალენსიამ“ პირველ ტურში „ჟირონა“ 1:0 დაამარცხა, ხოლო „ბილბაოს“ 21 აგვისტოს, თბილისის დროით 19:30 საათზე დაუპირისპირდება.