ფეხბურთი

14:55 | 20.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯეიმი ვარდიმ "ლესტერთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ჯეიმი ვარდიმ „ლესტერ სიტისთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმად, კლუბში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ინგლისელი ფორვარდის ძველ ხელშეკრულებას ვადა 2023 წელს გასდიოდა. ვარდიმ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება დაუფიქრებლად მიიღო.

„როცა გავიგე, რომ განახლების შანსი იყო, მივხვდი, რომ მხოლოდ ერთი რამ იყო გასაკეთებელი - ხელი უნდა მომეწერა. გადაწყვეტილება ადვილად მივიღე. დიდი ხანია აქ ვარ, სიხარულით მთვარეზე ვარ და მიხარია, რომ ამ პროექტის ნაწილი ისევ ვიქნები. გუნდის დახმარებას გავაგრძელებ გოლებით იქნება ეს თუ საგოლე პასებით, აქ ამისთვის ვარ“, - აღნიშნა ვარდიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯეიმი ვარდი „ლესტერში“ 2012 წლიდან თამაშობს და 387 შეხვედრაში 164 გოლი აქვს გატანილი, 2016 წელს კი კლუბთან ერთად პრემიერლიგაში მოიგო, რაშიც უდიდესი წვლილი 24 გოლით შეიტანა.

0.109992