ფეხბურთი

11:14 | 20.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილმა "დინამო ბათუმში" ვარჯიში განაახლა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი ისევ „დინამო ბათუმის“ რიგებში ირიცხება. როგორც ჩანს, 21 წლის შემტევის უცხოეთში ტრანსფერი ჯერჯერობით არ შედგა.

დავითაშვილმა ზღვისპირელთა შემადგენლობაში ვარჯიში განაახლა და თუ 31 აგვისტომდე არაფერი შეიცვალა, საქართველოში დარჩება.

შეგახსენებთ, რომ დავითაშვილმა „დინამო ბათუმის“ მაისურით ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა და 7 გოლის გატანა მოახერხა.

0.112606